Saturday, April 4, 2015

დღე 9

მოვისმინე ანა წულუკიძის პრეზენტაცია ანიმაციაზე, ბავშვებისთვის ძალიან საინტერესო თემაა და აქტუალური.
მოვისმინე ნინო გოდერძიშვილის პრეზენტაცია უფლისციხეზე ძალიან მომეწონა, თამუნამ წარმოგვიდგინა პრეზენტაცია ონლაინ თამაშებზე, თუ რა გავლენას ახდენს მათზე ინტერნეტ თამაშები.
მოვისმინეთ ნონა სუხიშვილის პროექტი პროცენტებზე,
მოვისმინეთ  თამარ იაშაღაშვილის პროექტი წელიწადის დროებზე
მოვისმინეთ ნათია ხელაშვილის პრეზენტაცია ნათლობა
მოვისმინეთ ლანა ლომიძის პრეზენტაცია
მოვისმინეთ ირმა ფერეჭაშვილის  პროექტი კოროზია
მე წარმოვადგინე ჯანსაღი კვებაზე პრეზენტაცია
ყველას პრეზენტაცია ძალიან საინტერესო და აქტუალურია ვუსურვებ ყველას წარმატებებს

Sunday, March 29, 2015

8 დღე

ვისწავლეთ კითხვარის შექმნა ,გადავხედეთ ჩვენს გეგმას, ვისწავლეთ გუგლ-ფორმები,
გავეცანით ფასილიკაციის მასალებს 7 მოდულში, დღეს დავასრულეთ ჩვენი პროექტის გეგმა. 

Saturday, March 28, 2015

დღე 7

გავეცანით გარდნერის ინტელექტის თეორიას, მოვახდინეთ მოსწავლეთა დიფერენცირება, გავეცანით მოსწავლეთა მხარდაჭერის ნიმუშებს, დავამზადეთ ხარაჩო მოსწავლეთა დასახმარებლად,ბლოგზე გამოვაქვეყნეთ ჩვენი პროექტის მასალები, ვისწავლეთ ბლოგზე ფეიჯების დამატება,

Sunday, March 22, 2015

დღე 6

დღეს ვისწავლეთ თუ როგორ ხდება ბლოგზე პრეზენტაციის ჩაშენება და გამოქვეყნება. კომენტარები გავუკეთეთ ერთმანეთის პრეზენტაციებს. გავეცანით შეფასების კრიტერიუმებს და ჩვენი ამოცანებიდან გამომდინარე შევქმენით პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა, რომელიც შევინახეთ დრაივზე შეფასებებში.

მოსწავლის ნიმუში

Saturday, March 21, 2015

დღე 5

ვისწავლე დრაივზე კომენტარების გაკეთება, ნაშრომებს უნდა ახლდეს გამოყენებული ლიტერატურა ამისათვის ვაკოპირებთ ელექტრონულ მისამართებს.
მოსწავლის ნიმუში შევქმენი სლაიდების სახით.

Sunday, March 15, 2015

დღე 4

გავეცანით შეფასების 5 მიზანს;  2 მოდულის 3 აქტივობიდან და ჩვენი პროექტისტვის      5-ვე მიზნისთვის   შევარჩიეთ  შეფასების რუბრიკები, მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად შევქმენით ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე დიაგრამა. ასევე ვისწავლეთ დრაივზე საქაღალდის გადატანა და პროცედურების შევსება. ვისწავლეთ მოსწავლეთა მუშაობის შეფასება რუბრიკების მიხედვით.